
ჯარის შესვლის გარეშე ირანში რეჟიმის ცვლილება გამორიცხულია - მიიჩნევს საქართველოს ყოფილი ელჩი ირანში იოსებ ჩახვაშვილი.
მისი თქმით საჰაერო დაბომბვებით რეჟიმი არ შეიცვლება და ძალიან დიდი დაფიქრება მართებს ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ მხრივ.
დიპლომატმა ირანის საკმაოდ მძლავრ ჯარზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ არსებულმა სიტუაციამ, შესაძლოა, ირანში რეჟიმის მხარდაჭერა გაამყაროს კიდეც.
,,სადავო საკითხია რამდენი მხარდამჭერი ჰყავს რეჟიმს და რამდენი ოპოზიცონერი. ირანი არც ერაყია და არც სირია. ძალიან დიდი ნაციონალისტები არიან. ეს ომის შეიძლება მოთარგმნონ, როგორც სამშობლოზე თავდასხმა და ამან შეიძლება ირანის უდიდესი მასის დარაზმვა და კონცეტრაცია გამოიწვიოს არსებული ხელისუფლების ირგვლივ. მათ შორის რეჟიმის მოწინააღმდეგების. შეიძლება ნაციონალიზმის მუხტმა იმძლავროს და შეიძლება ვინც ნეიტრალური იყო და ან რეჟიმის წინააღმდეგი იყო და მის ეკონომოკურ უფლებებს იცავდა, ისიც კი აქეთ ბანაკში გადმოვიდეს და სამშობლოს ინტერესების სადარაჯოზე დადგეს. რეჟიმი ასე მარტივად არ ჩამოიშლება“ - თქვა რადიო "სივრცის" ეთერში იოსებ ჩახვაშვილმა
0
0