20/09/2024
16:13
პოლიტიკა
ჟანრის კლასიკაა - ლელო თავის ჯოკერს აწვენს და “ვალეტ წკენტით” უნდა “ვზიატკის” წამოღება რაც არ გამოდის, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატი იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში წერს:
"ჩემი დაკვირვებით, როცა გახარია ლელოს ცხრიანზე უარის თქმას და ახალ გაურკვეველ ნუმეროლოგიურ თავგადასავალს სთავაზობს - ფულზე ევაჭრება, რადგან შეუძლებელია არ იცოდეს, რომ ეს თვითონაც დააზიანებს.
ბანალურ შეცდომასთან გვაქვს საქმე - ხაზარაძემ ჩათვალა, რომ ფულის გარეშე გაჩარხავდა შეთანხმებას, მაგრამ ლელოსთან ფულის გარეშე შეთანხმება გახარიასთვის სულ მცირე გოიმობად მოსჩანს და პრეზიდენტის ხათრითაც უჭირს.
ჟანრის კლასიკაა - ლელო თავის ჯოკერს აწვენს და “ვალეტ წკენტით” უნდა “ვზიატკის” წამოღება რაც არ გამოდის" - წერს ხვიჩია
გიორგი გახარიამ ბრიფინგი გამართა, სადაც მამუკა ხაზარაძესთან მოლაპარაკების გასაგრძელებელი პირობები დაასახელა. გახარიას განცხადებით, ეს პირობებია: „1. ნეიტრალური პოლიტიკური პლატფორმა და მივიჩნევთ, რომ ეს არის უსაფრთხო და სამართლიანი ყველასთვის; 2. გადაწყვეტილების მიღების სამართლიანი პარიტეტული პრინციპი; 3. კოალიციის დაუშვებლობის პრინციპი როგორც „ქართულ ოცნებასთან“, ისე „ნაციონალურ მოძრაობასთან“.
0
0