“ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანი რომ გადაადგილდება მანქანით და არ უშვებთ, მეტიც, აიძულებთ, გადმოვიდეს და თქვენს აქციას შემოუერთდეს - ეს არის ევროპა?" - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატი, ავთანდილ ცინცაძე წერს:
"მინდა, გამოვეხმაურო გუშინდელ მოვლენებს და ახალგაზრდებს ვთხოვო, კარგად გააანალიზეთ სიტუაცია და მიხვდებით, ვინ და რა მიზნით აკეთებს საქმეს თქვენი ხელებით! ნუ გახდებით ქვეყნის მტრების (რადიკალური ოპოზიციის) ბინძური საქმეების შემსრულებელი!
რა ღირებულებების მატარებელია თქვენთვის ევროპა? დარწმუნებული ვარ, ამ ღირებულებებში ადამიანების დახმარება და თანაგრძნობაც იგულისხმება. რა ვნახეთ ღამით?
არანაირი ემპათია სხვა რიგითი მოქალაქეების მიმართ!
ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანი რომ გადაადგილდება მანქანით და არ უშვებთ, მეტიც, აიძულებთ, გადმოვიდეს და თქვენს აქციას შემოუერთდეს - ეს არის ევროპა?
რატომ არ რეაგირებს ამაზე რადიკალური ოპოზიცია? თუმცა, სად სცალიათ, იქვე, კოსტავაზე "კოსტეში" მშვიდად ვახშმობენ და სამოქმედო გეგმებს გილაგებენ. ნუ გახდებით ამ პროპაგანდის მსხვერპლი!" - წერს ავთანდილ ცინცაძე.
0
0