
ასეთი რამ პირველად არ ხდება - კანადელმა მომღერალმა, რომელსაც იშვიათი ნევროლოგიური პათოლოგია აწუხებს, 2022 წლის დეკემბერშიც გამოაცხადა, რომ 2023 წლის თებერვლიდან ივლისის ჩათვლით ევროპაში დაგეგმილ კონცერტებს გააუქმებდა ან გადადებდა.
„ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, კანადელი მომღერალი სელინ დიონი ევროპაში 2024 წლის აპრილამდე დაგეგმილ ორმოცამდე კონცერტს აუქმებს“, - ნათქვამია პრეს-რელიზში, რომელიც ცნობილი მომღერლის ევროპული ტურნეს ორგანიზატორებმა 26 მაისს სააგენტო „ფრანს პრესს გაუგზავნეს.
კვებეკელ ვარსკვლავს აწუხებს იშვიათი ნევროლოგიური აშლილობა სახელწოდებით, „ძლიერი პიროვნების სინდრომი“ („Stiff-Person Syndrome“), რომლის „მკურნალობას კვლავ აგრძელებს“. ეს სეკინ დიონის გასტროლების ჩაშლის პირველი შემთხვევა არ არის - მან 2022 წლის დეკემბერშიც გამოაცხადა, რომ 2023 წლის თებერვლიდან ივლისის ჩათვლით ევროპაში დაგეგმილ კონცერტებს გააუქმებდა ან გადადებდა.
„ძალიან ვწუხვარ, რომ კიდევ ერთხელ გაგიცრუეთ მოლოდინი. ძალიან ბევრს ვმუშაობ იმისთვის, რომ ძალა დავიბრუნო, მაგრამ ევროპაში ტურნე ძალიან საპასუხისმგებლო და რთულია მაშინაც კი, როცა 100%-იან კონდიციაში ხარ, - წერს მომღერალი თავის „ინსტაგრამ“-გვერდზე, - უსამართლოდ მოვიქეცი, როდესაც კიდევ ერთხელ გადავდე კონცერტები და მართალია, ეს გულს მტკენს, მაგრამ ჯობია, გავაუქმო გასტროლები, სანამ ნამდვილად არ ვიქნები მზად სცენაზე დასაბრუნებლად. მინდა იცოდეთ, რომ არ ვნებდები... და რაც მთავარია, მოუთმენლად ველოდები ხელახლა თქვენს ნახვას!“.
0
0