
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის შეშფოთებულია, რადგან ამ ვარიანტის საინააღმდეგოდ საკმარისი ზომები მიღებული არ არის.
”სავარაუდოდ, კორონავირუსის ახალი ვარიანტი 77-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ოფიციალურად არ დაფიქსირებულა.
ჩვენ სათანადოდ არ აღვიქვამთ ამ ვირუსით გამოწვეულ საფრთხეს. მიუხედავად იმისა, რომ “ომიკრონი” ნაკლებად მძიმე დაავადებას იწვევს, სათანადოდ მოუმზადებელ ჯანდაცვის სისტემებს შემთხვევების დიდი რაოდენობა შეიძლება მძიმე ტვირთად დააწვეს,“ - თქვა გებრეიესუსმა.
“ომიკრონის” ვარიანტი პირველად სამხრეთ აფრიკაში ნოემბერში გამოვლინდა და მას შემდეგ ქვეყანაში ინფექციის შემთხვევების ზრდა დაფიქსირდა. რიგმა სახელმწიფოებმა მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების გამო სამოგზაურო შეზღუდვები აამოქმედა, მაგრამ მთელს მსოფლიოში მისი გავრცელების პრევენცია ვერ მოხერხდა.
0
0