
როგორც ცნობილია, მომავალი პანდემიების თავიდან ასაცილებლად, ევროკავშირმა და ანგელა მერკელმა გლობალურ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების წარმოებას მხარი დაუჭირეს.
ომიკრონის ვარიანტთან დაკავშირებით არსებული მზარდი შეშფოთების ფონზე, ორშაბათს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) განაცხადა, რომ პანდემიისადმი მსოფლიო ლიდერების პანიკური რეაქციები გლობალური შეთანხმების გაფორმების აუცილებლობას ნიშნავს.
”უპრეცენდენტო რაოდენობის მუტაციის მქონე ომიკრონის ვარიანტის გაჩენა ხაზს უსვამს, თუ რამდენად საშიში და სახიფათოა ეპიდმდგომარეობა. მთელს მსოფლიოში მეცნიერები "უსწრაფესი ტემპით" მუშაობენ იმის დასადგენად, არის თუ არა ომიკრონის ვარიანტი (რომელიც პირველად სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა) უფრო ინფექციური ან ვაქცინებისადმი მდგრადი”, - თქვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა, ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის სამდღიანი შეხვედრის დაწყებისას.
ამასთან, გაეროს ჯანდაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 194 წევრისგან შემდგარმა ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეამ უნდა უზრუნველყოს შეთანხმების ინიცირება მომავალი პანდემიების ასაცილებლად.
მანამდე კი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ Covid-19-ის ომიკრონის ვარიანტის უახლესი შეფასების შესახებ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ახალი შტამი ვირუსით დაინფიცირების შემთხვევების გლობალური ზრდის "ძალიან მაღალ" რისკს შეიცავს.
„ომიკრონის მახასიათებლებიდან გამომდინარე, დაფიქსირდება COVID-19-ით დაინფიცირებულთა რაოდენობის მატება შესაძლო მძიმე შედეგებით“, - ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაში.
https://www.dw.com/en/who-omicron-variant-underlines-need-for-global-pandemic-treaty/a-59966468
0
0