![main-img](https://spnews.io/storage/63532/conversions/ჯანმო-2-share.jpg)
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) გადაწყვიტა შეაჩეროს გამოძიება SARS-CoV-2 ვირუსის წარმოშობის შესახებ, რომელმაც გამოიწვია კორონავირუსის პანდემია. ამის შესახებ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი Nature იტყობინება.
გამოცემის თანახმად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „გადადო სამეცნიერო გამოკვლევის მეორე ეტაპი COVID-19 პანდემიის წარმოშობის შესახებ, ჩინეთში კრიტიკული კვლევის ჩატარების გამოწვევების მოტივით“.
ეს ინფორმაცია ჟურნალს ჯანმო-ს ექსპერტმა მარია ვან კერხოვემ დაუდასტურა.
„არ არსებობს მეორე ეტაპი (გამოძიება - რედ.)“, - თქვა მან.
მისი თქმით, ჯანმო შესაბამისი სამუშაოების ეტაპობრივად შესრულებას გეგმავდა, მაგრამ „ეს გეგმა შეიცვალა“.
„მსოფლიოში არსებული პოლიტიკა ძალიან აფერხებს პროგრესს (SARS-CoV-2 - რედ.) წარმოშობის გაგებაში“, - დასძინა ორგანიზაციის ექსპერტმა.
0
0