07/12/2023
16:21
მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ღაზაში გადამდები დაავადებების გავრცელების გამო შეშფოთებას გამოთქვამს, რადგან, ისრაელის მიერ ალყაში მოქცეული ანკლავის დაბომბვის გარდა, იძულებით გადაადგილებული პალესტინელები დაავადებებისგან გადარჩენისთვის იბრძვიან.
იორდანიის დასავლეთ სანაპიროსა და ღაზაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის, რიჩარდ პიპერკორნის განცხადებით, დევნილები „ქუჩაში საკვებს, შეშას ყველაფერს ეძებენ“.
,,შეშფოთებულნი ვართ ინფექციური და დაბინძურებულ წყალთან დაკავშირებული დაავადებების გავრცელების გამო. სასმელი წყლის ხარისხი ყველგან წარმოუდგენლად კრიტიკულ მდგომაორებაშია. ხან-იუნისში მდებარე ალ-ნასერის საავადმყოფოში ათასობით პაციენტია. რეალურად კი, საავადმყოფო მხოლოდ 350 ადამიანზეა გათვლილი. ომის შედეგად ტრავმირებული ბევრი პაციენტი იატაკზე წევს,“ – განაცხადა პიპერკორნმა.
0
0