
როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წამყვანმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა, ხაზგასმით აღნიშნა, „არაგონივრული“ იქნება ნაადრევი მტკიცებულებების საფუძველზე დავასკვნათ, რომ "ომიკრონი" უფრო სუსტი ვარიანტია, ვიდრე მისი წინამორბედები.
ტედროს ადანომ გებრეიესუსის განცხადებით, სადღესასწაულო ღონისძიებები ბევრგან გამოიწვევს დაინფიცირების გაზრდილ შემთხვევებს, გადატვირთულ ჯანდაცვის სისტემას და მეტ სიკვდილიანობას. ჯანმო-ს ხელმძღვანელმა ხალხს შეკრებების გადადებისკენ მოუწოდა.
”ღონისძიების გაუქმება სიცოცხლის შეწყვეტას სჯობს,” - თქვა მან.
ამასთან, ახალი ტალღის წინაშე მდგარ მსოფლიოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გუნდი იმედისმომცემი პროგნოზის შესახებ ატყობინებს, რომლის მიხედვითაც, პანდემია 2022 წელს დასრულდება. მათი ვარაუდით, მეორე და მესამე თაობის ვაქცინების გამოჩენასთან ერთად, ასევე სხვა ინოვაციების საშუალებით, 2022 წელი პანდემიის დასასრული იქნება.
”ვიმედოვნებთ, რომ "ომიკრონის" შტამის სწრაფად გავრცელების მიუხედავად, ამ დაავადებას შედარებით მსუბუქად გადავიტანთ,” - განაცხადა ბრიფინგზე ჯანმო-ს წამყვანმა ექსპერტმა, მაიკ რაიანმა.
"თუ ჩვენ შევძლებთ ვირუსის გადაცემის მინიმუმამდე შენარჩუნებას, პანდემიაც დასრულდება“, - განაცხადა მაიკ რაიანმა.
https://www.aljazeera.com/news/2021/12/20/who-covid-omicron-spreads-faster-than-delta
0
0