09/09/2022
16:42
პოლიტიკა
ჯანდაცვის სამინისტროში იმდენად ძლიერი რეფორმა ჩატარებულა, რომ ნობელის პრემიის ლაურეატი და ამერიკის კონგრესისგან ოქროს მედლით დაჯილდოებული ექსპერტი დაიწუნეს. ვნახავთ რა ხარვეზია და შეძლებისდაგვარად გამოვასწორებთ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ,,ვივამედის” კლინიკაში მისვლის შემდეგ განაცხადა.
შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, ორ ამერიკელ ექსპერტს, რომლებიც საქართველოში ჩამოსვლას და სააკაშვილისთვის სამედიცინო კვლევის ჩატარევას გეგმავდნენ დოკუმენტაცია ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან დაუხარვეზდათ.
როგორც მან განმარტა, უარის განმეორების შემთხვევაში ექსპერტების ჩამოსვლაზე ნებართვას სასამართლოს მეშვეობით აიღებენ.
,,ჯანდაცვის სამინისტროში იმდენად ძლიერი რეფორმა ჩატარებულა, რომ ნობელის პრემიის ლაურეატი და ამერიკის კონგრესისგან ოქროს მედლით დაჯილდოებული ექსპერტი დაიწუნეს. ვნახავთ რა ხარვეზია და შეძლებისდაგვარად გამოვასწორებთ, ყველანაირად დავაკმაყოფილებთ მათ მოთხოვნებს. მოქმედი კანონმდებლობით პატიმარს უნდა მიეცეს ყველანაირი შესაძლებლობა, რომ ჩაიტაროს სრულყოფილი, ადეკვატური მკურნალობა, რაშიც ასევე შედის ექსპერტიზის დასკვნის მოთხოვნა. მსგავსი უარები და ხარვეზები გროვდება, ერთ კალათაში იყრის თავს და თუ კიდევ ასე გაგრძელდა, სასამართლოს მეშვეობით ავიღებთ ამ ნებართვას”, - აღნიშნა შალვა ხაჭაპურიძემ.
0
0