10/08/2023
13:34
მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ახალ, სწრაფად გავრცელებულ COVID-19-ის შტამს (EG.5) იკვლევს.
ორგანიზაციის განცხადებით, EG.5-ის წინამორბედი კორონავირუსის Omicron-ის ვარიანტია და მისი პრევალენტობა გლობალურად იზრდება, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და ჩინეთში. ის სულ 51 ქვეყანაშია აღმოჩენილი, მათ შორის სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, კანადაში, ავსტრალიაში, სინგაპურში, საფრანგეთში, პორტუგალიასა და ესპანეთში.
უახლესი მონაცემებით ვარაუდობენ, რომ EG.5-ით დაინფიცირებულთა (ყოველ მეექვსე ადამიანში) შემთხვევები 17.4%-ს შეადგენს, რაც ჯანმო-ს შეფასებით, "მნიშვნელოვანი ზრდაა".
„თუმცა, EG.5-ით გამოწვეული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკი დაბალია. EG.5-ი ინტენსიურად ვრცელდება, მაგრამ არ არის უფრო მძიმე ვიდრე Omicron-ის სხვა ვარიანტები. ერთობლივად, ხელმისაწვდომი მტკიცებულებები არ მიუთითებს იმაზე, რომ ამჟამად მოცირკულირე Omicron-ის სხვა შთამომავლებთან შედარებით, EG.5-ი საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის დამატებით რისკებს წარმოქმნის”, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკურმა ლიდერმა მარია ვან კერხოვემ.
EG.5-ი მოიცავს ქვევარიანტ EG.5.1-ს, რომელსაც ბიოლოგმა ტ. რაიან გრეგორიმ მეტსახელად "ერისი" დაარქვა.
0
0