
„ორჯერადად აცრილების რიცხვი უკვე მილიონს გადასცდა და გვყავს აცრილი 1 009 992 მოქალაქე. ჩვენ ვითვლით პოპულაციის აცრას და ამასთან დაკავშირებით ბევრი კრიტიკა გვესმის. როგორ გამოიყურება ეს სტატისტიკურად, ალბათ მნიშვნელოვანია. როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენ გვყავს აცრილი მოსახლეობის 40%, ამ შემთხვევაში ვგულისხმობთ სრული პოპულაციის 40%-ს. ხოლო, ის სამიზნე მაჩვენებელი, რომელიც საქართველოს 21 იანვარს ჰქონდა დადებული, რომ პოპულაციის 60% აიცრას, ამ სამიზნე მაჩვენებელთან ჩვენ მხოლოდ 1% გვაშორებს. შესაბამისად, საქართველოში, დათქმული 60%-დან, სამიზნე ჯგუფში ერთჯერადად ვაქცინირებული უკვე 59% არის. ეს კი ძალიან დიდ იმედს იძლევა იმისსა, რომ ჩვენს სამიზნე მაჩვენებელს უახლოეს მომავალში მივაღწევთ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 11 699-მა ადამიანმა გაიკეთა.
0
0