
“დროას” ლიდერი საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელს ანდრია ჯაღმაიძეს სოციალური ქსელით გამოეხმაურა. იგი წერს, რომ “ჯაღმაიძე, როგორც საპატრიარქოს კლერკი ყოველთვის იყო ძალადობის და საპატრიარქოს მაფიოზური ინტერესის გამტარი”.
"მისთვის არ არსებობს ის რასაც მისგან ელოდნენ თითქოს - აბა სადაა საპატრიარქო? რას იტყვიან? - რას იტყვიან და მორიგ ჯერზე ამ უბედურებასაც საკუთარი მაგიოზური ინტერესებისთვის გამოიყენებენ და სამიზნეს ამის მიხედვით შეარჩევენ.
არ არის ამ ხალხთან კავშირში ღმერთი, რწმენა, ემპათია, წუხილი, პასუხისმგებლობა, რაიმე ეროვნული…
მოკლედ, აქაც ჩვენზეა, რაც უფრო მალე და მეტი განიხიბლება და სიმართლეს იტყვის ამ ხალხზე მით უფრო მალე შესუსტდება ეს ბოროტება და ამდენს ვერ გაბედავს", დაწერა დროას ლიდერმა.
როგორც ცნობილია, გუშინ ანდრია ჯაღმაიძე ვრცელი კომენტარით გამოეხმაურა ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარ საზარელ ფაქტს. მან აღნიშნულ ფაქტს ეროვნული ტრაგედია უწოდა და მომხდარში ნაწილობრივ მედია დაადანაშაულა.
ჯაღმაიძის განცხადებით, ქვეყანაში მასმედიის ნაწილის, მათ შორის, ტელეკომპანიების „მთავარი არხის“, „ფორმულასა“ და „ტვ პირველის“ მხრიდან მიმდინარეობს ანტიეკლესიური კამპანია, რასაც მოსახლეობის ნაწილზე მძიმე გავლენა აქვს.
0
0