
ადვოკატი ვახტანგ ბარამაშვილი წერს, რომ გირჩი მეტი თავისუფლების წევრების, ზურა ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის დროებით დაკავების ვადა კიდევ 24 საათით გაახანგრძლივეს.
"ზურა ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი ისევ იზოლატორში იმყოფებიან დაკავებულები.
მათი დროებითი დაკავების ვადა კიდევ 24 საათით გაახანგრძლივეს. არანაირი საფუძველი არ არსებობდა დაკავების ვადის გაგრძელების.
ზურას აქვს თვალსაჩინო მძიმე დაზიანებები თავზე და ტკივილები ცემისგან დაზინებულ მარცხენა ყბაზე.
ნიკა მოსიაშვილს ეუბნებიან, რომ უნდა გაუძლოს ხელების ტკივილს, წიწაკის სპრეი თავისით გაუვლის.(ოდესმე)
ორივე მათგანს თავში ურტყეს მუშტები, წიხლები და ხელკეტები. დავაყენე მოთხოვნა კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარებაზე. მათი ჯანმრთელობა საჭიროებს სასწრაფო რეაგირებას.
ამასობაში სიმართლე მარტივია: აქციიდან გაიტაცეს, სცემეს და ეხლა არ სცალიათ დაკავებულების ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის, რადგან სხვები ყავთ მოსატაცებელი. ამიტომ გაუგრძელეს დაკავების ვადაც", - წერს ვახტანგ ბარამაშვილი.
0
0