-share.jpg)
"ზურაბ ჯაფარიძემ შეწყვიტა ფიქრი ოპოზიციურ გაერთიანებაზე, მაგრამ „სტრატეგია აღმაშენებელმა“ არა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
როგორც პაატა მანჯგალაძემ აღნიშნა, გაერთიანებაში მოიაზრებიან ადამიანები, რომლებისთვისაც ძვირფასია ევროპული არჩევანი და ვინც ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ დაუყონებლივ უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლებას.
პაატა მანჯგალაძემ კომენტარი გააკეთა „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ, დღევანდელი მოცემულობით, დიდი გაერთიანების შექმნის წინაპირობები არ ჩანს და ოპოზიციური გაერთიანების შექმნას მომავალ წელს დაუბრუნდებიან.
"ზურა ასე ფიქრობს მთელი რიგი მოვლენებიდან გამომდინარე, ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ შევძლებთ, შევქმანთ ცენტრი, რომელიც იქნება ხელისუფლების რეალური ალტერნატივა.
ძალიან მომწონს ის ადამიანები, რომელებთან ერთადაც დავიწყეთ თემატური თანამშრომლობა, მაგალითად, დავაანონსეთ 24 თებერვლის აქცია, ზეპარტიული აქცია, უკრაინის სოლიდარობის, ევროპული კურსის მხარდამჭერის, ჩვენი გმირი ბიჭების გამხნევების აქცია. აქ ვინც იყვნენ წარმოდგენილნი, ასამდე საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანია, ასე ვერ დავაკონკრეტებ, შეიძლება, ვინმე გამომრჩეს, მაგრამ ამ ადამიანებს და ასეთ კარგ ადამიანებს მოვიაზრებთ პროცესში“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
0
0