
ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა გორდან გრლიჩ რადმანმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა. მინისტრმა სტუდენტებს ევროინტეგრაციასთან
დაკავშირებით ხორვატიის გამოცდილება გაუზიარა და საქართველოს ამ კუთხით სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. ლექციის დასრულების შემდეგ მინისტრმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.
საჯარო ლექციას თსუ რექტორი ჯაბა სამუშია, ხორვატიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბრანკო ზებიჩი, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ. ღონისძიებას მოდერაციას თსუ პროფესორი, საერთაშორისო სამართლის მიმართულების ხელმძღვანელი ირინე ქურდაძე უწევდა.
თსუ რექტორის ჯაბა სამუშიას თქმით, ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა. „გორდან გრლიჩ რადმანმა იმ გზაზე ისაუბრა, რაც ხორვატიამ ევროინტეგრაციის თვალსაზრისით გაიარა. შეხვედრის ბოლოს კი, მინისტრმა სტუდენტების ძალიან საინტერესო შეკითხვებს უპასუხა,“ - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
0
0