
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა სტამბოლის ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც შეხვედრა გამართა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ ჰასან მანდალთან.
სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელიც 1773 წელს დაარსდა, თურქეთის უძველესი და მსოფლიოში სიძველით მესამე ტექნიკური უნივერსიტეტია. უნივერსიტეტს 40,000-მდე სტუდენტი ჰყავს და ის მაღალი საერთაშორისო აკადემიური რეპუტაციით სარგებლობს.
სტამბოლის უნივერსიტეტში შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები. მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გაცვლის მექანიზმებს; ხაზი გაესვა საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამების, მათ შორის ERASMUS+-ის ფარგლებში თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას
0
0