-share.jpg)
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელთათვის ახალი პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები უნივერსიტეტის ისტორიასა და იმ სერვისებს გაეცნობიან, რომელსაც თსუ მათ სთავაზობს. პროექტის ფარგლებში თსუ რექტორი, აჯადემიკოსი ჯაბა სამუშია სტუდენტების სხვადასხვა ნაკადს უნივერსიტეტის პირველ კორპუსში შეხვდა და იქ არსებული გარემო დაათვალიერებინა.
სტუდენტებთან შეხვედრისას რექტორმა ყურადღება გაამახვილა უნივერსიტეტის მიზნებსა და ღირებულებებზე. ვრცლად ისაუბრა საერთაშორისო გაცვლით პროგრამებზე, სტიპენდიებზე, სტუდენტურ პროეტებსა და ყველა იმ შესაძლებლობაზე, რასაც სტუდენტები უნივერსიტეტისგან მიიღებენ.
,,თქვენ ხართ კავკასიაში ყველაზე დიდი და ცნობილი უნივერსიტეტის სტუდენტები, უნივერსიტეტის, რომელმაც ფაქტიურად მე -20 საუკუნის საქართველო შექმნა. ყველა დიდი მეცნიერი, რომელიც ქართულ სამეცნიერო აზრს ქმნიდა და რომლის სახელიც შეიძლება გვახსოვდეს დაკავშირებულია თსუ-სთან. გისურვებთ უნივერსიტეტის წლები თქვენთვის ყოფილიყოს ყველაზე ძვირფასი. გახსოვდეთ რომ თქვენ ხართ უნივერსიტეტელები, გიყვარდეთ თსუ, მიიღეთ ხარისხიანი განათლება და შექმენით ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე,”-მიმართა ჯაბა სამუშიამ სტუდენტებს.
შეხვედრის ფარგელბში რექტორმა პირველკურსელებს უნივერსიტეტის მუზეუმები, ბიბლიოთეკა, სააუდიტორიო სივრცეები და პანთეონი დაათვალიერებინა.
0
0