17/07/2023
23:02
საზოგადოება
თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ ISET-ის ეკონომიკის სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამების 2023 კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
წელს ISET-ის ეკონომიკის საბაკალაბრო და სამაგისტრო პროგრამები 125 სტუდენტმა დაასრულა.
სტუდენტებს ISET-ის დამთავრება მიულოცეს გერმანიის ელჩმა, პიტერ ფიშერმა, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსხელმძღვანელმა და მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ერიკ ილესმა, USAID-ის მისიის დირექტორმა, ჯონ პენელმა და საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტმა, ნიკოლოზ გაგუამ.
აღსანიშნავია, რომ ISET-ის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები ერთადერთი საერთაშორისოდ აკრედიტირებული ეკონომიკის პროგრამებია ქვეყანაში.
უკვე მესამე წელია ISET-ის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამა არის ნომერი პირველი საქართველოს ყველა უნივერსიტეტის ბიზნესისა და ეკონომიკის პროგრამებს შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდების საკონკურსო ქულების მიხედვით.
0
0