30/10/2024
18:40
საზოგადოება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია ევრაზიის უნივერსიტეტთა კავშირის (EURAS) გენერალურ ასამბლეაზე მმართველი საბჭოს წევრად აირჩიეს. EURAS-ის აღმასრულებელი საბჭოს ახალი შემადგენლობა ევრაზიის რეგიონის 18 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი პირებისგან დაკომპლექტდა.
EURAS არაკომერციული საერთაშორისო ასოციაციაა, რომელიც 2008 წელს დაარსდა და აერთიანებს 110-ზე მეტ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას დასავლეთ და ცენტრალური ევროპიდან, ბალკანეთიდან, კავკასიიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და აზიიდან. ევრაზიის რეგიონის უნივერსიტეტებისთვის საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმის შექმნით, EURAS ემსახურება თავის წევრებს, რათა გაიზიარონ უმაღლესი განათლების სფეროში არსებული საუკეთესო სერვისები და განავითარონ განათლების სტანდარტები გლობალური წინსვლისთვის.
EURAS, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი უმაღლესი განათლების ასოციაცია, ერთმანეთთან აკავშირებს სხვადასხვა გეოპოლიტიკური და კულტურული კუთვნილების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს და ხელს უწყობს მათ შორის დიალოგისა და თანამშრომლობის გაძლიერებას.
0
0