“ჯაბა კანკავა ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშებს!” - ამის სახებ ინფორმაციას სპორტული პლატფორმა GeoTeam-ი ავრცლებს.
მათივე ინფორმაციით, ჯაბა კანკავა ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშებს და გერმანიაში გუნდთან ერთად გულშემატკივრის სტატუსით გაემგზავრება. ამის შესახებ 38 წლის ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში დაწერა.
"🚨 BREAKING: ჯაბა კანკავა ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშებს! 😳🇬🇪
საქართველოს ნაკრებში გამოძახების მიუხედავად, ჯაბა კანკავა ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშებს და გერმანიაში გუნდთან ერთად გულშემატკივრის სტატუსით გაემგზავრება. ამის შესახებ 38 წლის ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში დაწერა.
🔘 "მინდა, ჩვენმა გუნდმა გერმანიაში მაქსიმალურად კარგი შედეგი აჩვენოს. მიხარია, რომ მარტის ისტორიული გამარჯვების მონაწილე გავხდი."
🔘 "მსურს ჩემი გადაწყვეტილების შესახებ გითხრათ, რომელიც მარტის მატჩების შემდეგ მივიღე: სანაკრებო გამოძახების შემთხვევაში ვთქვი, რომ ჩემპიონატზე არა როგორც მოთამაშე, არამედ რიგითი გულშემატკივრის სტატუსით გავემგზავრებოდი."
🔘 "დიდ მადლობას ვუხდი სამწვრთნელო შტაბს იმ ნდობისთვის, რომელიც მარტში გამომიცხადეს და ასევე მადლობა იმ ნდობისთვის, რომელიც ახლა დავიმსახურე. როგორც სამწვრთნელო შტაბისგან, ასევე გულშემატკივრისგან ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ."
🔘 "გერმანიაში ნაკრებს მეც, როგორც გულშემატკივარი ისე დავუდგები მხარში და წარმატებებს ვუსურვებ იმ 26 ფეხბურთელს, რომელიც საქართველოს სახელის დაცვას გერმანიის სტადიონებზე შეეცდება" - დაწერა ჯაბა კანკავამ 📌
🇬🇪 ამ განცხადების შემდეგ, სავარაუდოდ, ვილი სანიოლს განაცხადში ახალი ფეხბურთელის დამატება მოუწევს.
📸 Nakrebi" - ვკითხულობთ განცხადებაში
0
0