-share.jpg)
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი BBC-ის რეპორტაჟს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ტელეკომპანია „ფორმულას" მფლობელი დავით კეზერაშვილი სახელდება.
„კეზერაშვილზე გასული ფილმის მერე მისგან დაფინანსებული "აი ჯაან შვეჩკები" აბდაუბდა და გრძელ პოსტებს რომ წერთ თქვენ მინდა გკითხოთ - მანამდე ჯარს რომ ფული მოპარა მაგ ჯიგარმა ეგ არ იცოდით? ან ზოგადად ფული მაგ გარეწარმა როგორ იშოვა არ იცოდით? ბიზნესებს რომ ახევდა ხალხს არ გსმენიათ? უიმე, ევროპელი პენსიონერების ბედით შეწუხდით ხომ? ძაანაც კარგად იცოდით და მშვენივრადაც იღებდითა ნაქურდალ ხელფასებს, მარა "ჯაან შვეჩკებს" BBC-იმ გამოგისვათ ცელი. რამე ჯაგა ტელევიზია მაინც ყოფილიყო. ასე რომ, ქურდის და გარეწარის ნაძარცვი ფულით გამაძღრებმა ჭკუა ასწავლეთ ბებიათქვენებს და კეზერას - თუ გაუბედავთ კიდე“, - წერს ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში.
0
0