
ლგბტქ+ ჯგუფების წინააღმდეგ ჩატარებული რეიდების შემდეგ იზმირში 16 ადამიანი დააკავეს.
პროკურატურის ცნობით, თურქეთის სასამართლომ იზმირის დასავლეთ პროვინციაში 16 ადამიანის დაკავების ბრძანება გასცა, როგორც მთავრობის მიერ ჩატარებული კამპანიის ნაწილი, რომელიც ლგბტქ+ ასოციაციებზე მასშტაბურ რეიდებს მოიცავდა.
ამასთან, იზმირის მთავარი პროკურატურის განცხადებით, ოპერაცია „ჩემი ოჯახი უსაფრთხოდ არის“ ფარგლებში კიდევ ორ პირს სასამართლოს ზედამხედველობა დაეკისრა.
თურქეთის საკითხებში ევროპარლამენტის მომხსენებელმა, ნაჩო სანჩეს ამორმა დაპატიმრებებს რეპრესიების „შოკის მომგვრელი ესკალაცია“ უწოდა.
ამავე ოპერაციის ფარგლებში, შაბათ-კვირას სტამბოლში 26 და ანკარაში 21 ადამიანი დააკავეს, რამდენიმე LGBTQ+ ასოციაციის ოფისში კი რეიდი ჩატარდა.
„როიტერი“ წერს, რომ თურქეთის მთავრობის განცხადებით, ოპერაციის მიზანია ბავშვებისა და ოჯახური ღირებულებების დაცვა. ამასთან, უფლებადამცველი ჯგუფები მთავრობას LGBTQ+ თემის მიმართ რიტორიკის, შეზღუდვებისა და სამართლებრივი ზომების მეშვეობით სულ უფრო მეტად ზეწოლაში ადანაშაულებენ.
0
0