13/04/2023
11:59
მსოფლიო
"იყო შეერთებული შტატების მოკავშირე, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იყო ვასალი. არ ნიშნავს იმას, რომ აღარ გაქვს საკუთარი თავით ფიქრის უფლება. საფრანგეთი არ უჭერს მხარს პროვოკაციებს, არ უჭერს მხარს ფანტაზიურ პოლიტიკას და განიხილავს სტატუს კვოს. ევროპის სტრატეგიული ავტონომიის და ჩვენი ხედვის საუკეთესო მოკავშირე, სიცხადე და პატივისცემაა" - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ამსტერდამში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთი მხარს უჭერს ჩინეთის პოლიტიკას და სიტუაციის მშვიდობიანი გზით გადაჭრის ძიებას ტაივანში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.
მანამდე, მაკრონმა ჩინეთში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ ევროპამ უნდა შეამციროს შეერთებულ შტატებზე დამოკიდებულება და თავიდან აირიდოს ჩინეთსა და აშშ-ის შორის ტაივანის საკითხზე კონფლიქტში ჩათრევა.
მაკრონი მიიჩნევს, რომ ევროპა უნდა გახდეს მესამე ძალა ტაივანის საკითხში და არ იყოს ვაშინგტონის ან პეკინის პოზიციის მიმდევარი.
0
0