16/06/2024
17:05
პოლიტიკა
![main-img]( /storage/files/%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%20%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%90.jpg )
პარტია "ახალის" თანათავმდჯომარე ნიკა მელია ამბობს, რომ "ქართული ოცნება" მედიასთან სანქციების შიშს არ იმჩნევს და იხტიბარს არ იტახევს.
ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ახლა ივანიშვილი და კალაძე ჩიხში არიან და ცდილობენ, სტრატეგიული პარტნიორის მიერ დაწესებლი სანქციები დააკნინონ.
„წილი ნაყარია, ქართულმა ოცნებამ“ საგარეო პოლიტიკური კურსი აირჩია, ქართველმა ხალხმა საპირისპირო პოზიცია დააფიქსირა. ეს ყველაფერი სულ რაღაც 5 თვეში უნდა გადაწყდეს. ბატონი კალაძე და ივანიშვილი გამოუვალ მდგომარეობაში არიან. ისინი ცდილობენ, გააბაიბურონ, დააკნინონ ნებისმიერი ჩვენი საუკეთესო საერთაშორისო პარტნიორის მიერ დაწესებული სანქცია. კალაძე საუბრობს, პრობლემა არ არის, რომ აშშ-ში ვერ გაემგზავრება. მთელი რიგი ფინანსური და სხვა ტიპის სანქციები რა თქმა უნდა, დაწესდება, მათ შორის უშუალოდ კალაძის წინააღმდეგ, თუმცა, კალაძისგან ნუ მოველით იმას, რომ მედიის წარმომადგენლების თანდასწრებით გამოვა და თუნდაც ნიანგის ცრემლებს დაღვრის. ის ცდილობს არ აჩვენოს მისი რეალური მდგომარეობა, რომელიც რეალურად არის უმძიმესი. ისინი აცნობიერებენ რამდენად ჩიხში შევიდნენ და გადაიკიდეს მთელი დემოკრატიული სამყარო თავისი ქართული საზოგადოების ჩათლით, თუმცა მედიის თანდასწრებით ცდილობენ იხტიბარი არ გაიტეხონ და წარმოჩინდნენ, თითქოს არ ღელავენ. სინამდვილეში, ძალიან კარგად ვიცით, რომ ჯერ არავის მოუგია დემოკრატიული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლა და ვერც კალაძე და ვერც ივანიშვილი იქნება გამონაკლისი“, - განაცხადა მელიამ.
0
0
მუსიკოსი ლადო ბურდული ავარიაში მოყვა
25/06/2024