09/06/2023
11:17
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ეკოლოგიური კატასტროფა, რომელიც კახოვკის ჰესის განადგურებითაა გამოწვეული, გლობალურ პრობლემად იქცა და შავი ზღვა, სადაც წყალმა ნარჩენები ჩაიტანა შესაძლოა, ინფექციის წყარო გახდეს.
როგორც ზელენსკი ამბობს, წყალმა ხერსონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, შესაძლოა ცხოველების სამარხებიდან ჯილეხი წალეკა.
"წყალდიდობამ, კანალიზაცია, ნავთობ ქიმიკატები და შესაძლოა ცხოველების სამარხებიდან ჯილეხიც წალეკა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის სულ მცირე 2 სამარხი, საიდანაც შეიძლება ჯილეხის წალეკვა მოხდეს. სულ 2 მლნ ცოცხალი არსება იმყოფება საფრთხის წინაშე. დაბინძურებული წყლის გავრცელებასთან ერთად გაიზრდება გარემოს დაზიანების მაჩვენებელიც. წყალდიდობის ზონიდან, მოწამლული და დაბინძურებული წყალი მალევე ვრცელდება მიწისქვეშა წყლებში, იწამლება მდინარეები და შემდეგ შავი ზღვის აუზი. შესაბამისად, ეს არ ხდება სადმე სხვაგან, ეს პრობლემები მასშტაბურია და მთელს მსოფლიოს უკავშირდება" - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
0
0