27/08/2024
16:01
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2024 წლის ივლისის ბოლოსათვის 55.66 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 825.97 მლნ ლარით, ანუ 1.51%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე.
ეროვნული ბანკის ცნობით, ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 213.61 მლნ ლარით, ანუ 0.89%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 612.36 მლნ ლარით, ანუ 1.98%-ით გაიზარდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2024 წლის ივლისის ბოლოსათვის 51.50 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.56 პროცენტული პუნქტით.
ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივლისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.96% შეადგინა, მათ შორის, ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 9.13%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 2.33%. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა – 77.90%, ხოლო ევროს წილმა 20.27% შეადგინა.
0
0