27/08/2024
15:59
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2024 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, 202.32 მლნ ლარით, ანუ 0.35%-ით შემცირდა და ივლისის ბოლოს 57.14 მლრდ ლარი შეადგინა.
ეროვნული ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 420.90 მლნ ლარით, ანუ 1.34%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 623.23 მლნ ლარით, ანუ 2.41%-ით შემცირდა.
ამასთან, ცენტრალური ბანკის მონაცემებით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2024 წლის ივლისის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 9.37 მლრდ ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 0.12%-ით მეტია, ხოლო უცხოური ვალუტით 16.18 მლრდ ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვის იმავე მაჩვენებელს 2.27%-ით ჩამორჩება.
ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის ივლისის განმავლობაში 0.77%-ით, ანუ 227.90 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და ივლისის ბოლოსათვის 29.74 მლრდ ლარი შეადგინა. 2024 წლის ივლისის ბოლოსათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 55.76 პროცენტი შეადგინა და წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით 0.93 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
0
0