03/02/2022
15:10
საზოგადოება
მისი თქმით, საბჭომ დღეს იმუნიზაციის 2022 წლის გეგმა განიხილა. საუბარია საკომუნიკაციო კამპანიის გაძლიერებაზე, იმუნიზაციის წახალისების პროგრამაზე. ასევე, გეგმის ფარგლებში, აქცენტი გაკეთდება „ბუსტერ“ დოზით აცრაზე.
„ამ გეგმით განსაზღვრულია, რომ მოსახლეობის 70% უნდა აიცრას ივლისამდე, ანუ წლის პირველ 6 თვეში, თუ გვინდა, რომ პანდემია შევაჩეროთ, შევაკავოთ და პანდემიიდან შედარებით ნაკლები დაზიანებით გამოვიდეთ, იმიტომ, რომ როგორც საერთაშორისო საზოგადოება, ისე ყველა ექსპერტი თანხმდება, რომ პანდემიის დასრულების მთავარი გზა საყოველთაო იმუნიზაციაზე გადის.
შემოთავაზებულია რამდენიმე რეკომენდაცია, რომელიც ეხება საკომუნიკაციო კამპანიების გაძლიერებას, ისევ და ისევ მონეტარული წახალისების გაგრძელებას და გაძლიერებას, მეტი ინფორმაციის მიტანას მოსახლეობისადმი და რაც მთავარია, აქცენტის გაკეთებას „ბუსტერიზაციაზე“, რამეთუ „ომიკრონის“ შეკავების ყველაზე ძლიერი ფაქტორი დღეს მესამე აცრა გახლავთ, „ომიკრონს“ ახასიათებს შედარებით მაღალი რეინფიცირების მაჩვენებელი. მრავალი კვლევით დადგენილია, რომ ინფიცირებისგან დაცვა 80%-ზე მაღალია და ასევე, რა თქმა უნდა, დაცვა მაღალია ჰოსპიტალიზაციისგან და სიკვდილიანობისგან, თუ ადამიანს გაკეთებული აქვს „ბუსტერ“ დოზა. აქედან გამომდინარე, გეგმაში ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია მეტი აქცენტი „ბუსტერზე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
0
0