
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი, ივეტ კუპერი აცხადებს, რომ რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მოწამვლა საერთაშორისო წესების „აშკარა დარღვევაა“. ის რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებას მოითხოვს.
როგორც ივეტ კუპერმა აღნიშნა, მხოლოდ რუსეთის ხელისუფლებას ჰქონდა „მეთოდები, მოტივი და შესაძლებლობა“, რომ დაპატიმრებული ოპონენტის წინააღმდეგ „იშვიათი შხამი“ გამოეყენებინა.
„ევროპელი მინისტრების ჯგუფმა ამის შესახებ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას (OPCW) აცნობა, რათა გამოძიება დაიწყონ, ვინაიდან ჩვენ ამას ქიმიური იარაღის შესახებ საერთაშორისო წესებისა და კონვენციის აშკარა დარღვევად მივიჩნევთ. ამიტომ გვსურს, ქმედებები ვიხილოთ და მათ გარკვეული პასუხისმგებლობა დაეკისროთ“, – განაცხადა ივეტ კუპერმა.
ამასთან, კუპერის თქმით, ეს ქმედებები შესაძლოა, მოიცავდეს „მათ შორის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას“.
ცნობისთვის, 14 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა, შვედეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და ნიდერლანდებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ალექსეი ნავალნი რუსეთის კოლონიაში ეპიბატიდინით, ხის ბაყაყის შხამით მოწამლეს. მათივე ცნობით, ამ დასკვნამდე დამოუკიდებლად მივიდნენ მკვლევრები, რომლებმაც ნავალნის ბიომასალების ნიმუშები შეისწავლეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ხუთი ქვეყნის განცხადება „საინფორმაციო კამპანიად“ შეაფასეს.
0
0