21/01/2025
12:54
ტაბლოიდი
ივანკა ტრამპმა ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საინაუგურაციო ბალზე სპეციალურად მისთვის შექმნილი 1954 წლის ოდრი ჰეპბერნის ცნობილი კაბის რეპლიკა მოირგო.
პრეზიდენტის 43 წლის ქალიშვილი თავის მეუღლესთან, ჯარედ კუშნერთან ერთად ვაშინგტონში, ბალზე რომანტიკული ცეკვის დროს გამოჩნდა.
ივანკამ თეთრი, ელეგანტური, სამოსი მოირგო - გრძელი, თავისუფალი კაბა შავი ყვავილოვანი დეტალებით იყო გაფორმებული. ეს კაბა ჰუბერტ დე ჟივანშის 1954 წლის ოტ კუტიურის შავ-თეთრი კაბის რეპროდუქცია იყო, რომელიც თავდაპირველად ოდრი ჰეპბერნისთვის ფილმ „საბრინაში“ შეიქმნა.
- თეთრი სახლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ივანკასთვის "დიდი პატივი იყო ამ კაბის ტარება" და მადლიერება გამოხატა ჟივანშის გუნდსა და არნოს ოჯახის მიმართ „ორიგინალური ხელოვნების სილამაზის ზუსტი აღდგენისა და ოსტატობისთვის.“
"ოდრი ჰეპბერნი ივანკას დიდი ხანია შთააგონებს" - განაცხადეს მათ "მისთვის განსაკუთრებული პატივია მისი მემკვიდრეობის ამ გზით დაფასება, ხოლო ჟივანშის გუნდს მადლობას უხდის ამ დაუვიწყარი მომენტის შექმნისთვის".
ივანკას გრძელი ქერა თმა მჭიდროდ შეკრული ჰქონდა და სამოსი შავი ხელთათმანებითა და ბრწყინვალე ბრილიანტის ყელსაბამით დაამშვენა.
რაც შეეხება ჯარედს, იგი კლასიკურ შავ სმოკინგში იყო ჩაცმული.
- წყვილი განსაკუთრებულად ბედნიერი ჩანდა ცეკვის დროს. ერთ-ერთ ფოტოში ისინი თვალებში შესციცინებდნენ ერთმანეთს, ხოლო ივანკას ღიმილი არ შორდებოდა სახიდან.
წყვილს დონალდ ტრამპი და მისი მეუღლე მელანია, ასევე ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და მისი მეუღლე უშა ვენსი, ივანკას და ტიფანი ტრამპი თავის მეუღლესთან, მაიკლ ბულოსთან ერთად და ერიკ ტრამპი თავის ცოლთან, ლარა ტრამპთან ერთად შეუერთდნენ.
ტიფანი, რომელიც პირველ შვილს ელოდება, ნაცრისფერი კაბით წარდგა, ხოლო ლარამ წითელი კაბა მოირგო.
ივანკა დღის სხვა ღონისძიებაზეც ელეგანტურად გამოიყურებოდა.
ინაუგურაციის ცერემონიაზე იგი მწვანე კოსტიუმით წარდგა, რომელზეც შავი ფეხსაცმელი, გამჭვირვალე შავი წინდები, ტყავის ხელთათმანები და ბერეტის სტილის ქუდი მოირგო. თმა კი მოდური ფრანგული კვანძის სახით ჰქონდა შეკრული.
- მხარზე "ლედი დიორის" ჩანთა ეკიდა, რომლის ფასი 5900 დოლარია.
მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპისთვის ეს მნიშვნელოვანი დღე იყო, ივანკას ვაჟებმა, 10 წლის ჯოზეფმა და 8 წლის თეოდორმა, ყურადღება მიიქციეს.
სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ფოტოები, სადაც ბიჭები წმინდა იოანეს ტაძარში ინაუგურაციამდე გამართულ მსახურებაზე იძინებენ.
ერთ-ერთ ფოტოში უფროსი ვაჟი დედას ეყრდნობა და სძინავს, ხოლო მისი ძმა დაძინებას აპირებს.
0
0