
ბიძინას წერილი და რაჟდენ კუპრაშვილის უკან დახევა იმას ანიშნებს, რომ შიგნით რაღაც ხდება. მგონია, რომ ვიღაცებმა კითხვების დასმა დაიწყეს, ან წუხილები გამოთქვეს, ან აბუნტდნენ , - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერმა, ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა.
ჯაფარიძის თქმით, „ქართული ოცნების“ შიდა დაძაბულობა არ უკავშირდება არჩევნების წაგებას, მისი თქმით, „შიგნით აქვთ რაღაც პრობლემა“.
მისივე განცხადებით, სავარაუდოდ, ეს შეიძლება უკავშირდებოდეს „ქართული ოცნების“ გუნდის წევრების ფინანსურ სანქციებს, რომელსაც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ამზადებს.
„ქართული ოცნების“ წევრებს, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი გარანტიებს აძლევდა, რომ სანქციები არ იქნებოდა, ახლა უცებ აღმოჩნდა, რომ სანქციები ძალიან რეალურია. ყველაზე მეტად რისიც ეშინიათ, ეს არის ფინანსური სანქციები. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის სანქცია არის ყველაზე რთული, ხაზინა თუ გადებს სანქციას ეს იმას ნიშნავს, რომ ცივილიზებული სამყაროსგან განდევნილი ხარ. ვერც ერთ ბანკში ვერ წაიღებენ ფულს.
ბიძინას წერილი და რაჟდენ კუპრაშვილის უკან დახევა იმას ანიშნებს, რომ შიგნით რაღაც ხდება. მგონია, რომ ვიღაცებმა კითხვების დასმა დაიწყეს, ან წუხილები გამოთქვეს, ან აბუნტდნენ. სხვა ახსნა არ მაქვს ამ უკან დახევებზე. აშკარად რაღაც ხდება, პროგრამის პრეზენტაცია უნდა ჰქონოდათ და გადადეს, კორონა აქვსო [ირაკლი კობახიძე], დღეს გამოვიდა და მშვენივრად იყო. სხვა რაღაცები ხდება შიგნით, რის გამოც რაღაცებს ვერ ალაგებენ. აქამდე ასეთი არეულები არ ჩანდნენ.
ბიძინა, რომ გამოჰყავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ სერიოზული პრობლემები აქვთ. ბიძინა საჯაროდ გამოდის მაშინ, როდესაც ძალიან უჭირთ. ბიძინასთვის ყველაზე საზიზღარი საქმეა საჯაროდ გამოსვლა და სუფლიორზე კითხვა, რადგან კითხვის და ლაპარაკის პრობლემა აქვს. საარჩევნო სიაში პირველ ნომრად, რომ ჩაწერეს, ესეც მაგის სინდიკატურია. მათთვის თითოეული ხმა მნიშვნელოვანია. ის, რომ არჩევნებს აგებენ გასაგებია, ამის გარდა შიგნით აქვთ რაღაც პრობლემა“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
ამასთან, ჯაფარიძემ განმარტა, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, არც ერთი პოლიტიკური პარტია “ქართულ ოცნებასთან“ კოალიციურ მთავრობას არ შექმნის.
მისივე თქმით, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ თავის ხმებს ბოლომდე დაიცავს.
კითხვაზე, რა იგულისხმება ყველაფერში, ჯაფარიძე ასე პასუხობს: „ნებისმიერი რამ. ჩვენ ვაპირებთ ბოლომდე დავიცვათ ჩვენი ლეგიტიმაცია“.
0
0