
"ივანიშვილს არ მოსწონს ჩემი განცხადება, რომ ყოველთვის, როცა მასზე ვლაპარაკობ, ვამბობ, რომ ის არის უწიგნური. მე ვიცი, რომ ეს მას ძალიან არ მოსწონს" - ამის შესახებ ლევან ბერძენიშვილმა "ნეტგაზეთთან" ინტერვიუში განაცხადა.
ფილოლოგი ინტერვიუში მის წინააღმდეგ მომხდარ, ბოლო დღეების ინციდენტებსაც იხსენებს და ამბობს, რომ “კამპანიას დიდი მასშტაბები აქვს მიცემული”.
"რა თქმა უნდა. ასეთ მასშტაბს ვერავინ მისცემდა ამ საქმეს. დიდი მასშტაბი აქვს მიცემული. შალვა რამიშვილი პირდაპირ არის ჩართული: ზის და ფიქრობს, რა გააკეთოს ცუდი. რომ ჰქონდეთ საშუალება, რაც მოითხოვეს, უნივერსიტეტებში არ უნდა ასწავლიდესო, მაგასაც განახორციელებდნენ. მაგას კიდევ შეეცდებიან, ჩემი აზრით. მას [ივანიშვილს] არ მოსწონს ჩემი განცხადება, რომ ყოველთვის, როცა მასზე ვლაპარაკობ, ვამბობ, რომ ის არის უწიგნური. მე ვიცი, რომ ეს მას ძალიან არ მოსწონს"- აცხადებს ლევან ბერძენიშვილი ინტერვიუში.
0
0