04/08/2023
13:37
პოლიტიკა
“ბიძინა ივანიშვილმა ტყეები გაყიდა და არ ვიცით, დახურულ ზონებში რა ხდება. ვიცით ის, რომ იქაურობა გაჩეხა, გაზიდა და გაძარცვა. რეალისტურია, რომ გამომწვევი მიზეზებიც ეს იყოს” - ამის შესახებ “ნაცმოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
ბიძინა ივანიშვილმა ტყეები გაყიდა და არ ვიცით, დახურულ ზონებში რა ხდება. ვიცით ის, რომ იქაურობა გაჩეხა, გაზიდა და გაძარცვა. რეალისტურია, რომ გამომწვევი მიზეზებიც ეს იყოს. წლებია, ივანიშვილის კომპანიებსა და კარის ბიზნესმენებს რაჭაში თვალი და საჭრელი დაზგები აქვთ დადგმული. რუს ოლიგარქს, პუტინისტ დავით ხიდაშელს რაჭის ტყეების 30 % გადასცა, რომელიც თბილისზე დიდი ტერიტორიაა.
ბიძინა ივანიშვილმა ვერტმფრენები გაყიდა და საგანგებო სიტუაციების დროს პრობლემებს ვხედავთ. იმის ნაცვლად, რომ ამ 11 წელიწადში ათობით სამაშველო ვერტმფრენი გვეყიდა, მდიდრდებიან ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი კობახიძე, ვახტანგ გომელაური - ხალხი კი ზარალდება.
ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე უმნიშვნელოვანესია. ადამიანები საკუთარი ძალებით ცდილობენ, დაიცვან საკუთარი თავი და ოჯახის წევრები. - წერს ხაბეიშვილი.
ცნობისთვის, შოვში, მეწყერი, გუშინ, 3 აგვისტოს ჩამოწვა. ონის მუნიციპალიტეტში, მეორე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიება. სტიქიის ზონიდან აქტიურად ხორციელდება მოქალაქეების გამოყვანა.
0
0