20/04/2024
17:04
პოლიტიკა
ივანიშვილმა მითხრა, რომ პოლიტიკიდან მიდიოდა, „პენსიაზე“, უკან დაბრუნების გაგონებაც კი არ უნდოდა. მითხრა, ჰიტლერიც რომ წამოდგეს საფლავიდან, უკან მაინც არ მოვბრუნდებიო. - ეუბნება რადიო თავისუფლებას ბრიტანული The Times-ის კორესპონდენტი მარკ ბენეტსი, რომელიც The Times-ისთვის რუსეთსა და კავკასიის რეგიონს 2015-დან 2022 წლამდე მოსკოვიდან აშუქებდა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მოსკოვში მისთვის დარჩენა უსაფრთხო აღარ იყო. ის საქართველოში „უცხოეთის აგენტების“ კანონპროექტის გარშემო განვითარებული პროცესების გასაშუქებლად ჩამოვიდა.
მისი თქმით, ჯერ არ ქონია შესაძლებლობა, რომ ეკითხა, თუ რატომ შეიცვალა განზრახვა
,,2021 წელს ივანიშვილმა მითხრა, რომ პოლიტიკიდან მიდიოდა, „პენსიაზე“, უკან დაბრუნების გაგონებაც კი არ უნდოდა. მითხრა, ჰიტლერიც რომ წამოდგეს საფლავიდან, უკან მაინც არ მოვბრუნდებიო. და არ ვიცი, შეიძლება მე ჩამოვრჩი მოვლენებს და რაიმე გამომეპარა, მაგრამ ჰიტლერი მგონი ჯერ საიქიოდან არ დაბრუნებულა. ჯერ არ მქონია შანსი, მისთვის მეკითხა, თუ რატომ შეიცვალა განზრახვა. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ყველანი ვიცვლით ხოლმე აზრს ზოგჯერ, მაგრამ ეს პრინციპების ძალიან დრამატული ცვლილებაა." - თქვა ბენეტსმა
0
0