31/10/2021
11:20
პოლიტიკა
მისივე თქმით, მშვიდობიანი რევოლუცია ნიშნავს „რეჟიმის სრულ იზოლაციას“.
„ჩვენ, ქართველთა უმრავლესობას, საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობას, უკვე განურჩევლად პარტიულობისა, ვინ ვის ემხრობოდა, ვინც ახლა ემხრობა, ვის ვინ მოსწონს, აბსოლუტურად აღარაფერი სხვა აღარ დაგვიტოვა გათავხედებულმა პუტინის „ნამესტნიკმა“ ივანიშვილმა, გარდა მშვიდობიანი რევოლუციისა.
მშვიდობიანი რევოლუცია ნიშნავს ამ რეჟიმის სრულ იზოლაციას, ყველა მოქალაქემ ზურგი უნდა შეაქციოს ამ რეჟიმს. სასწრაფოდ, ხვალ თუ არა, ყველაზე გვიან ზეგ გრანდიოზული აქცია, ამ აქციის შემდეგ არასდროს არ დაშლა და გაგრძელება, კარვები იქნება ეს, პროტესტი, სხვადასხვა ქალაქში აქციები. ყველგან მარტო დატოვება ამ რეჟიმისა. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის ის მშვიდობიანი რევოლუცია, რომელიც პრინციპში დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა თავისი თავგანწირვითა და თავდადებით.” – განაცხადა ბარამიძემ
0
0