
სულ რამდენიმე დღის წინ ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა ე.წ. პიჯაკების საქმეზე ცხრა წელი მიუსაჯა პრეზიდენტ სააკაშვილს ქვეყნის 9-წლიანი აღმშენებლობისთვის, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე შეფასებით, სააკაშვილის მიმართ სასამართლო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზეც მაქსიმალურ სასჯელს გამოიყენებს.
„ორშაბათს გამოცხადდება უკვე მეორე გადაწყვეტილებაც და, რა თქმა უნდა, აქაც მაქსიმალურ სასჯელს გამოიყენებს ივანიშვილი პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ, რადგან მან არ დათმო ქვეყნის სახელმწიფოებრიობა 2008 წელს. მან შექმნა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მაგალითი არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ პუტინის რუსეთისთვის, რაც მისთვის იყო უდიდესი საფრთხე როგორც სამეზობლო პოლიტიკისთვის, ისე შიდა პოლიტიკისთვის და ეს არის რეალურად ის ბრალი, რასაც ივანიშვილი უყენებს პუტინის საამებლად მიხეილ სააკაშვილს და უკვე მეოთხე წელია, უკანონო და უსამართლო პატიმრობაში იმყოფება“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
0
0
ავარია ფოთში - არიან დაშავებულები
14/03/2025