
ყველა წითელი ხაზი გადალახა არსებულმა რეჟიმმა. მთავარი მოკავშირე, რომელიც უზრუნველყოფდა ჩვენს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ბოლო 30 წლის განმავლობაში, გამოაცხადა მტრად და ღიად აიღო კურსი რუსეთისაკენ, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი გუგავამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ისტორიული ფაქტის მომსწრენი ვართ, როდესაც ოლიგარქის, მისი რეჟიმის წინააღმდეგ აშშ-მა, უპირველესმა სახელმწიფომ ამ სამყაროში, რომელსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია იმ მართლწესრიგზე, რომელიც დღეს მსოფლიოში არის, დაიწყო სასანქციო პროცესი. გახსოვთ, ერთ-ერთი პირველები ვიყავით ჩვენ, რომლებიც ვამბობდით შემდეგ თეზას, რომ ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ ორი ფაქტორი განხორციელდება, ეს გახლავთ - შიგნიდან აქციები და გარედან სანქციები. კარგი იყო ეს უფრო ადრე განხორციელებულიყო, მაგრამ სჯობს გვიან ვინემ არასდროს და ზუსტად დადგა ის პერიოდი, როდესაც ყველა წითელი ხაზი გადალახა არსებულმა რეჟიმმა. მთავარი მოკავშირე, რომელიც უზრუნველყოფდა ჩვენს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ბოლო 30 წლის განმავლობაში, გამოაცხადა მტრად, ღიად აიღო კურსი რუსეთისაკენ, დაიწყო მისი დავალებების შესრულება, რითაც საფრთხის ქვეშ დააყენა ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა“, - განაცხადა გიორგი გუგავამ.
0
0