16/02/2024
20:25
პოლიტიკა
ივანიშვილის პარტია და მისი მინისტრები წარმატებით განაგრძობენ სკოლის საარჩევნო მიზნებით გამოყენებას. ამის დასტურად გამოქვეყნდა გაუარესებული, ბუნდოვანი და სკოლის ინტერესებისგან დაცლილი "საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დადგენის თაობაზე" 15 თებერვლის ბრძანება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელი ნანა ტოხვაძე აცხადებს.
ტოხვაძის თქმით, ამ დოკუმენტით, კონტროლის კიდევ უფრო გაძლიერებული მექანიზმი დაემატა და წინასწარ, ტესტირების გავლამდე "იჯავშნება" სასურველი სკოლები, რაც ივანიშვილის პარტიის მწვანე საარჩევნო უბნებად იქცევა.
„ამილახვარის "ახალი" ბრძანება ძველი თამაშის წესებით - საარჩევნოდ გამწვანებული სკოლების მარათონი! ივანიშვილის პარტია და მისი მინისტრები წარმატებით განაგრძობენ სკოლის საარჩევნო მიზნებით გამოყენებას.
ამის დასტურად გამოქვეყნდა გაუარესებული, ბუნდოვანი და სკოლის ინტერესებისგან დაცლილი "საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დადგენის თაობაზე" 15 თებერვლის ბრძანება.
უსამართლოდ, კანონდარღვევით, არადემოკრატიულად ჩატარებულ დირექტორების კონკურსს და ერთკანდიდატიან "არჩევნებს" მრავალთვიანი მწვავე პროტესტი მოჰყვა, რომლის შედეგადაც მინისტრს მოჩვენებითი უკან დახევა მოუწია და პირობა გასცა, რომ უკეთესს წესს შეიმუშავებდა, რასაც ასევე რამდენიმე თვე "დაუთმო". საბოლოოდ კი, ამილახავრის "ახალი" ბრძანება ძველი თამაშის წესებით გამოაქვეყნა.
გაუარესებული, ბუნდოვანი და სკოლის ინტერესებისგან დაცლილი ბრძანება ერთადერთ ''კომპრომისს" ითვალისწინებს. წერითი ტესტირების შემდგომ გასაუბრების მოხსნას, თუმცა სამინისტროსგან დაკომპლექტებულ "სადამსჯელო კომისიას", რომელმაც დირექტორობის კანდიდატის ბედი უნდა გადაწყვიტოს,ძალაში ტოვებს. სად ჩანს სკოლის ავტონომიურობა და დეცენტრალიზაციისკენ სვლა თუკი სამინისტროს ფილტრის გარეშე ჩიტი ვერ შეფრინდება სკოლაში, არა თუ დირექტორი აირჩევა?
ამ დოკუმენტით, კონტროლის კიდევ უფრო გაძლიერებული მექანიზმი დაემატა და წინასწარ, ტესტირების გავლამდე "იჯავშნება" სასურველი სკოლები, რაც ივანიშვილის პარტიის მწვანე საარჩევნო უბნებად იქცევა, ხოლო კვალიფიციური კადრები კვლავ თამაშგარე მდგომარეობაში დარჩებიან ზოგი კომისიის და ზოგიც სამეურვეო საბჭოების ხელით. სასკოლო განათლებას შველა ჭირდება და ეს ამოცანა ხელისუფლების შეცვლით მიიღწევა“, - აღნიშნა ნანა ტოხვაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
0
0