
“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებებს გამოეხმაურა:
„ახლა ვუსმინე ამ გაურკვეველი წარმოშობის დაუსრულებელ, ივანიშვილის ფინთი–კრუშკა, პრემიერად წოდებულ არსებას, იმედად”მონათლულ ბოროტების არხზე. ეს პერსონა იურიდიულად დღესვეა დასაპატიმრებელი საზოგადოებაში უდიდესი შუღლისა და დაპირისპირების პროპაგანდირებისთვის, ხოლო ტელეკომპანია “იმედი” ასაკრძალია, მისი ანგარიშები დასაყადაღებელი.
მათ მმართველ რუხაძეს კი უნდა ჩამოერთვას ამერიკის მოქალაქობა თავის ქვეყნის (ამერიკის) წინააღმდგ მტრული საქმიანობისათვის. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ეს სიურპრიზები მათთვის დროზე მოხდეს. აი, სად იყურება ამერიკის საელჩო და ელჩი, რომელიც ამ ტელევიზიის ხშირი სტუმარია კვლავ კითხვებს იწვევს.“ - წერს ნათელაშვილი.
0
0
შალვა პაპუაშვილი ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა
16/06/2026