-share.jpg)
“ბიძინა ივანიშვილი ამ სიაში, რა საკვირველია, არ იქნება. ეს მისი განცხადებაა, მისი პოზიციაა, საკმაოდ კარგ პოზიციაზე დგას, პოლიტიკური საბჭოს საპატიო წევრია, თუმცა პოლიტიკურ საქმიანობაში, ყოველდღიურ მუშაობაში მონაწილეობას იღებს და ამაზე იქით არ განიხილება მისი რაიმე ახალი პოზიცია ან სიაში, ან პრეზიდენტად, ან პრემიერმინისტრად” - ამის შესახებ ”ქართული ოცნების" დეპუტატმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"არ ვიცი, ამ სიაზე ქართული ოცნება მუშაობს, ჩემთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, არც ღარიბაშვილთან დაკავშირებით არ მაქვს რაიმე კონკრეტული ცნობა, ვინაიდან ამ თემაზე არ გვილაპარაკია დეტალურად.
მე ვფიქრობ, რომ პრემიერმინისტრი, რომელიც ახლა მართავს სახელმწიფოს, იქნება ლიდერი ამ პროცესის. სწორი შეკითხვაა, იქნება თუ არა მდინარაძე გენერალური პროკურორი, წავა თუ არა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ვინმე სხვა, მისი მოადგილე, მდინარაძე... უამრავი გვარებია, იქ ისიც ითქვა, რომ ანრი ოხანაშვილი გადადის აღმასრულებელში. ეს ყველაფერი იქნება განცხადებული. ამაში დასამალი არაფერი არ არის, მაგრამ, რეალურად, თქვენი მონაცემები ამასთან დაკავშირებით არის უსაფუძვლო". - თქვა გია ვოლსკიმ.
0
0