27/04/2024
15:59
პოლიტიკა
რას გვეუბნება ევროპარლამენტის 450 დეპუტატი, რომ ივანიშვილი, რომელმაც ქვეყანა გადაგვირჩინა საშინელი მჩაგვრელი ავტოკრატიული, დიქტატურისგან,, უნდა დასანქიცრდეს და სააკაშვილი, ვინც იყო მთავარი დამანგრეველი, ვინც მოიტანა ომი, ნგრევა - ეს კაცი უნდა გამოვუშვათ და დავაბრუნოთ ხელისუფლებაში? - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით
მისი თქმით ეს მიუღებელია, არ მოხდება ამის განმეორება
„ახლა რაც შეეხება ამ ბოლო რეზოლუციას. ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, ეს არის შეურაცხმყოფელი. ე.ი. რას გვეუბნება ევროპარლამენტის 450 დეპუტატი, რომ ჩვენი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ქვეყანა გადაგვირჩინა, ეს საშინელი მჩაგვრელი ავტოკრატიული, დიქტატურისკენ მიმავალი რეჟიმი მოაცილა ქვეყანას, რეალური დემოკრატიის დამკვიდრება დაიწყო და დაამყარა, ქვეყანას მოუტანა თავისუფლება, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა და სტატუსი. აღარ გავიმეორებ მის სხვა დამსახურებებს, რომლებიც მას გაწეული აქვს ქვეყნის წინაშე. ამ კაცზე ამბობენ, რომ უნდა დასანქიცრდეს და სააკაშვილი, ვინც იყო მთავარი დამანგრეველი, ვინც მოიტანა ომი, ნგრევა, უბედურება, ადამიანების წამება, გაუპატიურება, ჩაგვრა, ბიზნესის რეკეტი – ეს კაცი უნდა გამოვუშვათ და დავაბრუნოთ ხელისუფლებაში? რატომ? რომ დაიწყოს მან ომი. უბედურება გაიმეოროს, ხელმეორედ და საბოლოოდ დაანგრიოს ჩვენი ქვეყანა. ჩვენთვის ამას ნიშნავს ეს რეზოლუცია. ამიტომაც ეს არის მიუღებელი, უსამართლო და შეურაცხმყოფელი რეზოლუცია." - თქვა ღარიბაშვილმა
0
0