გუშინ რაც ვნახეთ, ეს იყო ნამდვილად სისასტიკე, ეს იყო ჩვენი სიმშვიდის საპასუხოდ მათი პანიკა და ეს ერთადერთ რამეს ადასტურებს, რომ ეს პროცესი არის სწორ კალაპოტში, - ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ განაცხადა.
„ორ ფეხზე ნამდვილად არ გამოიყურება ივანიშვილი და არც მისი უმრავლესობა და თუ ვინმე ჭამს პროპაგანდისტულ სისულელეს მე არ ვიცი და არ მაინტერესებს. მნიშვნელოვანი არის ის რომ ძალიან მკაფიოდ ვხედავთ ჩვენი პარტნიორების სრულ ჩართულობას ამ პროცესში, სრულ მხარდაჭერას, უპრეცედენტო არის მართლა ეს მხარდაჭერა და მას აქვს ერთადერთი მიზეზი, ეს არის ქართველი ხალხის შეუპოვარი ბრძოლა ამ სასტიკი და რუსული, ძირგამომპალი ხელისუფლების წინააღმდეგ. გუშინ რაც ვნახეთ, ეს იყო ნამდვილად სისასტიკე, ეს იყო ჩვენი სიმშვიდის საპასუხოდ მათი პანიკა და ეს ერთადერთ რამეს ადასტურებს, რომ ეს პროცესი არის სწორ კალაპოტში",- განაცხადა საბა ბუაძემ.
ცნობისთვის, საპროტესტო აქციის ფონზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილა და მას მხარი დაუჭირა.
0
0