
ივანიშვილი ბაობაბს და ზებრას უფრო გაუფრთხილდება, ვიდრე თქვენ. ცოტა წინ გაიხედეთ და თქვენს მომავალზეც იფიქრეთ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
როგორც ის აღნიშნავს, ხელისუფლებას ძალადობა, უკანონო დაკავებები და ქვეყნის მიზანმიმართული ნგრევა არ შერჩება.
„ქოცები“ დღესაც მანტრასავით იმეორებენ, პოლიტიკური მანტია ინდულგენცია ვერ იქნებაო. ვის რაში სჭირდება თქვენი ინდულგენცია? მართლა ვერ ხვდებით, რა დღეში ჩაგაგდოთ და რას დაგამსგავსათ ივანიშვილმა? ფორმალურ „საფუძვლებს“ პოულობდნენ ნაცისტებიც და ბოლშევიკებიც. მათაც ჰქონდათ მუხლები, კანონები, კომისიები, სასამართლოები… გგონიათ, ეს ძალადობა, ეს რეპრესიები უკანონო დაკავებები და ქვეყნის მიზანმიმართული ნგრევა ასე ჩაივლის და შეგრჩებათ? მოიკითხეთ ავტოკრატების და მათი მსახურების ისტორიები. ივანიშვილი ბაობაბს და ზებრას უფრო გაუფრთხილდება, ვიდრე თქვენ, ცოტა წინ გაიხედეთ და თქვენს მომავალზეც იფიქრეთ“,- წერს პაატა მანჯგალაძე სოციალურ ქსელში.
0
0
28 ივნისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
26/06/2025