21/06/2022
12:31
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი არასდროს ყოფილა ოლიგარქი, ოლიგარქის განმარტება უნდა ისწავლოთ - არც ერთი ფაქტი, არც თქვენ, არც თქვენს სატელიტ არასამთავრობო ორგანიზაციებს, არც ოპოზიციას არ აქვს, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში მონაწილეობს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა.
"საქართველო უნდა გათავისუფლდეს მავნებლებისგან, რომლებმაც კორუფციული გარიგებებით საქართველოში ფული იშოვეს, შემდეგ ტელევიზიები შეისყიდეს და დღეს პოლიტიკაში მონაწილეობენ. ვინ არიან ესენი? მათ შორის, კეზერაშვილი, რომელმაც თავდაცვისუნარიანობის შესუსტების ხარჯზე გამდიდრდა და დღეს არის ერთ-ერთი არხის დამფუძნებელი და პირდაპირ მონაწილეობს ისევე, როგორც სხვა ოლიგარქები, მათ შორის ალასანია. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, არასდროს ყოფილა ოლიგარქი, ოლიგარქის განმარტება უნდა ისწავლოთ. ივანიშვილს ფული არ უშოვია საქართველოში, პირიქით, უცხო ქვეყანაში ჰქონდა ბიზნესინტერესები, იქ გაყიდა, ჩამოვოდა და ამ ქვეყანას ახარჯავს,"- განაცხადა ზარქუამ.
კითხვაზე, ევროპარლამენტმა იცის თუ არა ოლიგარქის განმარტება, რომელმაც ოლიგარქად მოიხსენია ივანიშვილი რეზოლუციაში, ზარქუა პასუხობს, რომ "სიმართლე ერთია".
"მესმის თქვენი, მაგრამ სიმართლე უნდა მათქმევინოთ, სიმართლე ერთია და ამას გიზიარებთ. ეუთოშია გაგზავნილი რა არის ოლიგარქის განმარტება, ეს არის პირი, რომელიც დაახლოებით 80 მილიონზე მეტს ფლობს, ვინც მოცემულ ქვეყანაში იშოვა ფული და პოლიტიკაში მონაწილეობს მედიის თუ პარტიების დაფინანსების საშუალებით. კეზერაშვილები, ალასანიები, გარკვეული ჯგუფები ვინც აფინანსებდნენ "ტვ პირველს," ზუსტად, კლასიკურად ჯდებიან ამაში ერთი ერთში. ივანიშვილი არასდროს ყოფილა ოლიგარქი, არც ერთ ამ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს. ის არის ქველმოქმედი, 2012 წელს ქართველ ხალხთან ერთად იყო ფლაგმანი ტირანიის დამარცხების, არც ერთი ფაქტი, არც თქვენ, არც თქვენს სატელიტ არასამთავრობო ორგანიზაციებს, არც ოპოზიციას არ აქვს, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში მონაწილეობს. ეს სურვილი რომ ჰქონდეს, არანაირი მოსარიდებელი არ არის, იყო პოლიტიკაში და გავიდა და აგრძელებს ქველმოქმედებას ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის",- განაცხადა ზარქუამ.
0
0