
ივანიშვილი აპირებს მე ჩამომართვას ყვარლის ვენახი, სახლით, რომელიც შევიძინე ჩემი საპრეზიდენტო ხელფასით - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
ამასთან, სააკაშვილი თავის პოსტში აღნიშნავს - "მე ვამაყობ იმას, რომ სრულიად უანგაროდ ვემსახურე ჩემს ერს და სხვასაც მივეცი მაგალითი":
"ივანიშვილი აპირებს მე ჩამომართვას ყვარლის ვენახი, სახლით, რომელიც შევიძინე ჩემი საპრეზიდენტო ხელფასით, რუსეთის ემბარგოს შემდეგ და გამოვიყენე ქართული ღვინის მთელს მსოფლიოში პოპულარიზაციისთვის.
ამ ვენახში დამყავდა პრეზიდენტები და პრემიერ მინისტრები, სენატორები, მონაკოს პრინცი, კულტურის ცნობილი მოღვაწეები. თვითონ საცხოვრებელი სახლის ფართობი არის 70 მ2, გარდა ამისა, არის დამხმარე ნაგებობები და 1,5 ჰექტარი ვენახი. ამის გარდა ამ ცრუ სასამართლოს დაყადაღებული აქვს სანდრას ბინა, რომელიც მას უყიდა მამამისმა 90-იან წლებში, ის ბინა რომელშიც ცხოვრებს დედაჩემი და რომელიც ააშენეს ბაბუაჩემმა და ბებიაჩემმა ჩემს პრეზიდენტობამდე, დედაჩემის ბათუმის 3 ოთახიანი ბინა და 600 მ2 ნაკვეთი შეკვეთილში, რომელიც ასევე ბებიას და ბაბუას ეკუთვნოდა,ისინი აპირებენ რომ სანდრა და გიული ქუჩაში დატოვონ.
ახლა მინდა ყველას ვთხოვო შეადაროს ჩემი და ჩემი ნათესავების სამი თაობის მიერ პატიოსნად დაგროვებული ქონება და მათი მითვისებული, მრავალ ათეულ მილიონიანი ქონებები და ივანიშვილი მიტაცებული მილიარდები.
სინამდვილეში მე სამაგიეროს სწორედ იმიტომ მიხდიან, რომ ამოვძირკვე კორუფცია და თვითონაც ვიყავი მთლიანად არაკორუმპირებული, აღარაფერი რომ ვთქვათ იმაზე, რომ ის თანხა რასაც მედავებიან, ეფუძნება არა რამე სახლში წაღებულს, არამედ ჩემი საპრეზიდენტო ოფისის ოფიციალურ ხარჯებს, რაც ძირითადად მოიცავს ოფიციალური მიღებების დროს გაწეულ ხარჯებს, მათ შორის კლინტონის, მაკკეინის და ტრამპის მიღების, ლეხ კაჩინსკის და ვარცლავ ჰაველის გასვენებაში მიტანილ გვირგვინებს, ოფიციალურ საჩუქრებს. ისინი მედავებიან მილიონებს, რომელიც არ მაქვს და არც შეიძლება მქონდეს.
მე ვამაყობ იმას, რომ სრულიად უანგაროდ ვემსახურე ჩემს ერს და სხვასაც მივეცი მაგალითი. გახსოვთ ივანიშვილი რომ ამბობდა 2013-ში , რომ 19 მილიარდი მქონდა?"- წერს მიხეილ სააკაშვილი.
0
0