27/12/2021
13:52
პოლიტიკა
შესაბამისი ცვლილებები „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება ბიუროს სხდომაზე მოხდება.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ აღნიშნული აკრძალვის მოხსნა გაზრდის პროფესიული გამოცდილებისა და დამსახურების პრინციპზე დაყრდნობით საბჭოს დაკომპლექტების შესაძლებლობას.
ინიციატორების განმარტებით, ამ საკითხთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც იუსტიციის საბჭოების შექმნის ლოგიკა გულისხმობს, რომ მაქსიმალურად მცირე რაოდენობის შეზღუდვები დაწესდეს მოსამართლეთა უფლებაზე, აირჩიონ თავიანთ კოლეგებს შორის მათთვის სასურველი პირები, რომლებიც მათ წარმოადგენენ საბჭოში. შესაბამისად, ინიციატორებს მიაჩნიათ, რომ საკითხი, თუ რამდენად იმსახურებს კონკრეტული პირი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობას, მათ შორის ზედიზედ მეორე ჯერზე არჩევას (დანიშვნას), მიზანშეწონილია, უშუალოდ მისი არჩევის (დანიშვნის) უფლებამოსილების მქონე სუბიექტმა შეაფასოს ყოველგვარი გაუმართლებელი ბლანკეტური შეზღუდვის გარეშე.
0
0