
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაში არჩევნების ჩატარებას შესაძლოა, დროებითი ცეცხლის შეწყვეტის საბაბად მიიჩნევდეს.
„არ არის გამორიცხული, რომ ზელენსკიმ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება უბრალოდ დროებითი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის შესაძლებლობად განიხილოს. სულ ესა,“ – აღნიშნა იური უშაკოვმა.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ დონბასში, ტერიტორიულ საკითხებზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ ზელენსკის იდეაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ რუსეთის კონსტიტუციის თანახმად, მთელი დონბასი რუსულია.
„დონბასი რუსულია. არსებობს კონსტიტუცია. სხვათა შორის, გილოცავთ დღესასწაულს, დღეს კონსტიტუციის დღეა,“ – აღნიშნა უშაკოვმა.
ცნობისთვის, მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტერიტორიულ საკითხებზე „სრულიად უკრაინული რეფერენდუმის“ ჩატარების შესაძლებლობა დაუშვა.
ამასთან, უშაკოვმა აღნიშნა, რომ მოსკოვი შესაძლოა, ბოლომდე კმაყოფილი არ იყოს შესწორებული სამშვიდობო გეგმის დოკუმენტით.
„ამერიკელები ამჟამად ევროპელებთან, უკრაინელებთან კოორდინაციას ახორციელებენ. საბოლოო ჯამში, ეს ჩვენ უნდა გვაჩვენონ. რაც ბუნებრივია, შესაბამის რეაქციას გამოიწვევს. ვფიქრობ, ყველაფრით კმაყოფილი არც ჩვენ ვიქნებით,“ – განაცხადა უშაკოვმა.
0
0