
ჰააგის პოლიცია ჩართულია, იმედია გამოიძიებენ, ეს იყო დაგეგმილი თავდასხმა, ათი კაცი ერთზე, - ამის შესახებ მსახიობმა და იუმორისტმა მიშა ანდღულაძემ ambeb.ge-ის განუცხადა.
მიშა ანდღულაძემ ისაუბრა ნიდერლანდებში მასზე თავდასხმის დეტალებზე და განაცხადა, რომ ჯგუფი წინასწარ იყო მომზადებული.
მსახიობის თქმით, "ჩვეულებრივი კომედი საღამო იყო და მას ამომრჩევლებისთვის რუსები არ დაუძახია".
ანდღულაძის აზრით, რაც მოხდა, "თითქოს რელიგიურ ხუმრობას" ეხებოდა, რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მან "ამომრჩევლებს რუსები უწოდა", ტყუილია.
“კარგად ვარ, ყველაფერი წესრიგშია. ჰააგის პოლიცია ჩართულია, იმედია გამოიძიებენ. ეს იყო დაგეგმილი თავდასხმა, ათი კაცი ერთზე. თან სხვა რამ მოხდა და სხვა რაღაც დაწერეს პოსტში, თითქოს, ("ქართული ოცნების") ამომრჩევლებს რუსები ვეძახე, როცა რეალურად, ჩვეულებრივი კომედი საღამო გვქონდა. ძალიან ჰგავს წინასწარ დაგეგმილ ამბავს. მითუმეტეს, ვინც იღებდა ის... რაღაც სტატისტიკაში ხომ არ მოვყევი, ჯოჯოხეთია სრული....
ახლა რაც მოხდა, თითქოს რელიგიურ ხუმრობას ეხებოდა, მაგრამ შემდეგ პოსტი რაც დადეს, თითქოს მე "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს რუსები ვეძახე და ამიტომ გამისწორდნენ, ეს არის გამიზნული ტყუილი. მე წინასწარ დასკვნებს ვერ გავაკეთებ. ეს ჯგუფი მოემზადა წინასწარ და თავს დამესხნენ, მეგობარმა გადამარჩინა. ისეთი აგრესიულები იყვნენ ვერც გავიგე, რა მოხდა. ჯერ რანაირი ქრისტიანობაა, ათი ერთს დაესხას თავს.
კომენტარები რომ ვნახე და ვიღაცებს უხარიათ ადამიანების ცემა და მხოლოდ ნაცებად და ქოცებად განიხილავენ ადამიანებს. შეგვიძლია, რომ მარტივი კრიტიკის გამო ადამიანებს თავს დავესხათ, თან სად - ჰააგაში?! ვნახოთ, საქმე აღძრულია, ყველამ პასუხი უნდა ვაგოთ ჩვენს ქცევებზე.
და მერე იქ ვიღაცა უყვებოდა - ვიღაცას ტელეფონზე ულაპარაკია, საქმე ჩაბარებულიაო...
დაგეგმილია, შეკვეთილია თუ რა მიზანი ჰქონდათ, ვნახავთ... დაველოდოთ გამოძიებას", - აცხადებს მიშა ანდღულაძე Ambebi.ge-სთან.
სოციალურ ქსელში ფიზიკური დაპირისპირების ამსახველი ვიდეო გავრცელდა. პოსტის ავტორი წერდა, რომ კადრებზე აღბეჭდილია, რომ ადგილობრივი ქართული რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, იუმორისტ მიშა ანდღულაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
0
0
იაპონიაში ტყის ხანძარს ებრძვიან
04/03/2025