
უკრაინის მიერ კორუფციასთან ბრძოლის მცდელობებზე სასაუბროდ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, იულია სვირიდენკო ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა.
სვირიდენკოს თქმით, უკრაინის მთავრობა ერთგულია სრული ჩართულობისა და თანამშრომლობისა ანტიკორუფციულ ინსტიტუტებთან, რათა უზრუნველყოს გამჭვირვალობა აღმასრულებელ ხელისუფლებაში.
„ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ვაცნობეთ მთავრობის ახალი ნაბიჯების შესახებ, რომლებიც მიმართულია ენერგეტიკის სექტორში გაწმენდისა და ანტიკორუფციული პოლიტიკის ეფექტიანობის გაუმჯობესებისკენ. ჩვენ პარტნიორებს მოვუწოდეთ, რომ შეუერთდნენ პროცესს და წარადგინონ კანდიდატებზე წინადადებები, თავდაპირველად „ენერგოატომის“ სამეთვალყურეო საბჭოსთვის. შემდეგი ეტაპია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ენერგეტიკული კომპანიების სამეთვალყურეო საბჭოების აუდიტი და განახლება“, – წერს უკრაინის მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელში.
0
0